logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: საქართველომ უკანასკნელ ათწლეულში გონივრული ეკონომიკური მენეჯმენტის წყალობით, საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია
- +

12 აპრილი. 2022. 14:26

 

 

„მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევის თანახმად საქართველომ უკანასკნელ ათწლეულში გონივრული ეკონომიკური მენეჯმენტის წყალობით, საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია. მოხსენების თანახმად, მსოფლიო ბანკი გამოყოფს ეკონომიკურ ზრდას, რომელიც 2011-2021 წლებში საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა და სიღარიბის მაჩვენებლებს, სადაც იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა დღიური სამომხმარებლო ხარჯები 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია, 2011 წლის 59%-იანი მაჩვენებლიდან 2021 წელს 42%-მდე შემცირდა“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი შოთა გულბანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ ანგარიშს.

 

„კვლევაში აღნიშნულია, რომ სოციალური ფონის გაუარესების თვალსაზრისით საქართველოსთვის ყველაზე ცუდი პერიოდი 2003-2011 და 2005-2011 წლებია. მოხსენების თანახმად საქართველოში 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2021 წლებში კი ფიქსირდება სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი სიღარიბის 3 დონეს განიხილავს:

 

პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა სამომხმარებლო ხარჯები დღიურად 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია, მეორე კატეგორია, როდესაც დღიური სამომხმარებლო ხარჯები 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია და მესამე კატეგორია უკიდურესი სიღარიბე, როცა ადამიანი დღიურად 1.9$(PPP)-ზე ნაკლებს მოიხმარს.

 

საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში მოსახლეობის 8% ცხოვრობდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 3.4%-მდე შემცირდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით უკიდურესი სიღარიბის გაღრმავების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო 2003-2011 წლები, შედარებისთვის მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში 2002 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა 410 ათასი ადამიანი, 2011 წელს კი 420 ათასი, ანუ 10 000 ადამიანით მეტი. 2021 წელს უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა რიცხვი უკვე არის დაახლოებით 127 ათასი და 2011, 2012 წლების მაჩვენებელს 3-ჯერ და 2-ჯერ მეტად ჩამორჩება.

 

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, 2024 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის წილი 2.5%-მდე შემცირდება, ანუ უკიდურეს სიღარიბეში დარჩება საშუალოდ ყოველი მეორმოცე მოსახლე. შედარებისთვის 2021 წლისთვის ასეთი არის ყოველი 29-ე მოსახლე, 2020 წლისათვის ყოველი 24-ე მცხოვრები იყო უკიდურეს სიღარიბეში, 2011 წელს კი ყოველი მე-9“, - წერს შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner