საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მმართველი პარტიიდან იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნება ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.
შესაძლოა დელეგაციის შემადგენლობა შეიცვალოს, რადგან დღის ბოლოს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.