რიო დე ჟანეიროში, სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე იმყოფებიან, აფეთქება მოხდა.
სამინისტროს ცნობით, მინისტრი და მისი მოადგილე თავს კარგად გრძნობენ. ქართველი მაღალჩინოსნები აფეთქების მომენტში სასტუმროში არ იმყოფებოდნენ.
მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა შენობის მიმდებარე ტეროტორიაზე საეჭვო ჩანთა შენიშნეს. უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. რის შედეგადაც მცირე აფეთქება მოხდა.