logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე რიო დე ჟანეიროში, სასტუმროში მომხდარ აფეთქებას გადაურჩნენ
- +

10 აგვისტო. 2016. 17:59


 

რიო დე ჟანეიროში, სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე იმყოფებიან, აფეთქება მოხდა.



სამინისტროს ცნობით, მინისტრი და მისი მოადგილე თავს კარგად გრძნობენ. ქართველი მაღალჩინოსნები აფეთქების მომენტში სასტუმროში არ იმყოფებოდნენ.


მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა შენობის მიმდებარე ტეროტორიაზე საეჭვო ჩანთა შენიშნეს. უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. რის შედეგადაც მცირე აფეთქება მოხდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner