logo_geo
eng_logo
პუტინი: უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
- +

12 აპრილი. 2022. 19:45

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

 

„ჩვენ სტამბოლში შეთანხმებების გარკვეულ დონეზე გავედით. თუმცა, ერთია უსაფრთხოების მოთხოვნები, ხოლო სულ სხვაა, როდესაც ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის საკითხზე ურთიერთობების რეგულირება ამ შეთანხმებების ფარგლებს გარეთ გააქვთ. ანუ, კვლავ დავუბრუნდით ჩიხურ სიტუაციას“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „უკრაინის მიდგომებში არათანმიმდევრულობა სირთულეებს ქმნის ყველასათვის მისაღები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“.

 

„ვიდრე ეს არ მოხდება, სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მის სრულ დასრულებამდე და იმ ამოცანების გადაწყვეტამდე, რომელიც დასახული გვქონდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner