logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სახელმწიფო გადატრიალების მზადების მცდელობა - ეს აღელვებთ „ნაციონალებს“ და არა უკრაინა. მათი ადგილი ციხეშია
- +

12 აპრილი. 2022. 19:51

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სკანდალური შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

 

მისი თქმით უკრაინის მიმართ ზრუნვის და თავდადების იმიტაცია ძალაუფლების მიტაცების ჟინითაა ნაკარნახევი.

 

„ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მზადების მცდელობა. ეს აღელვებთ ნაციონალებს და არა უკრაინა. უკრაინის უბედურება და თითქოს მათთვის ზრუნვის და თავდადების იმიტაცია, ძალაუფლების მიტაცების ჟინითაა ნაკარნახევი. გამოვფხიზლდეთ და ერთიანი ძალით განვდევნოთ კრიმინალი ნაციონალები პოლიტიკიდან. მათი ადგილია ციხეში!“, - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner