ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. ქალაქში არსებულ მდგომარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სტიქიამ დააზიანა სახურავები, ელექტრო და გარე განათების სადენები, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. უსაფრთხოების მიზნით რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში შესვლა დროებით შეიზღუდა.
,,ინფორმაცია შემოდის როგორც ცხელ ხაზზე, ასევე ადგილებზე არიან გასული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები. ყველა მისამართზე ვიყავით, სადაც ქარმა სახურავები დააზიანა, როგორც კი ქარი ჩადგება დავიწყებთ სტიქიისგან მოყენებული ზარალის შესწავლას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რამდენიმე მისამართზე, სადაც ქარმა სახურავები დააზიანა და ხეები მოგლიჯა, მობილიზებული არიან რუსთავის მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.