logo_geo
eng_logo
Reuters: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მარიუპოლში ქიმიური აგენტების გამოყენებას
- +

12 აპრილი. 2022. 20:36

 

 

აშშ ამ დროისთვის ვერ ადასტურებს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ქიმიური აგენტების გამოყენებას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვადასტურებთ ქიმიური აგენტების გამოყენებას“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ აქვს ინფორმაცია, რომ დაადასტუროს რუსეთის მიერ ქიმიური აგენტების გადაადგილება უკრაინაში ან მის მახლობლად.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

„ამ დროისთვის ვამოწმებთ ამ ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ რა იყო ეს. შეგვიძლია წინასწარ მონაცემებზე ვისაუბროთ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ფოსფორის საბრძოლო მასალა შეიძლება ყოფილიყო. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით იქნება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.

ამასთან, მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი არსებობს და ის საკმაოდ მაღალია.

ომის 48-ე დღეს უკრაინამ რუსეთის მხრიდან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner