logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტი: ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ დაბრუნება ვერ მოხდება - მსოფლიომ დაინახა რუსეთის სამხედრო დანაშაულები
- +

12 აპრილი. 2022. 21:09

 

 

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დრომდე ეს არ შეესაბამებოდა გერმანიის უსაფრთხოების ფილოსოფიას.

 

მან ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას.

 

„ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ დაბრუნება ვერ მოხდება. მსოფლიომ დაინახა რუსეთის სამხედრო დანაშაულები. დამნაშავეებმა და მათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხი უნდა აგონ“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner