logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რადას თავმჯდომარეს ერთ-ერთ ტელევიზიაში აქვს ჩართვა. მგონია, რომ ამ ჩართვის დროს გარკვეული საკითხები ჩაიხურება და ეს იქნება დამატებითი საფუძველი, რომ უკრაინაში დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს
- +

12 აპრილი. 2022. 21:46

 

 

„შალვა პაპუაშვილს „ომიკრონი“ აქვს და ორ-სამ დღეში იზოლაციის პერიოდი დამთავრდება. საკითხი, რომ ჩვენი მხრიდან ულტიმატუმები იქნა წაყენებული, ესეც არასწორია, მაგრამ გარკვეული საკითხები მართლაც დასახურია. ვიმედოვნებთ, საკითხები გაირკვევა, ამ პოზიტიური მიმართულებით წავიდეთ და მაინცდამაინც ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში. ყველამ ერთად ვიმედოვნოთ, რომ ეს საკითხები გაირკვევა, „- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართლი ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იმედოვნებს, რომ ეს საკითხები რადას თავმჯდომარის ინტერვიუს დროს დაიხურება, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს“ პირდაპირ ეთერში უნდა მისცეს.

„გაირკვა, რომ რადას თავმჯდომარეს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს ერთ-ერთ ტელევიზიაში აქვს ჩართვა, შესაბამისად, მგონია, რომ ამ ჩართვის დროს ეს საკითხები ჩაიხურება, დამთავრდება და ეს იქნება დამატებითი საფუძველი, რომ უკრაინაში დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს. ეს ჩართვის დროს იქნება თუ სხვა დროს, საკითხები, რომლებიც მწვავედ დაისვა, შეურაცხმყოფელი წინადადებები, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გახმოვანდა, ჩაიხურება, უკან იქნება წაღებული. ეს საფუძველი გახდება დამატებით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავროს მეგობარ ქვეყანაში. მათ პოზიციაზე დამოკიდებულია ეს ვიზიტი, მისი თუნდაც ტექნიკური დეტალები, ფორმატი, ვინ, რამდენი დეპუტატი წავა და ა.შ.?“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 21:30 საათზე, „იმედის“ პირდაპირ ეთერში დაიწყება ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner