logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავს
- +

12 აპრილი. 2022. 21:52

 

 

მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბანკმა განაცხადა, რომ თანხები, ძირითადი სამთავრობო სერვისების მუშაობის გაგრძელების მხარდასაჭერად, მათ შორის, საავადმყოფოს მუშაკების ხელფასებისთვის, ხანდაზმულთა პენსიებისთვისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების პროგრამებისთვის იქნება გამოყენებული.

გარდა 944 მილიონი აშშ დოლარის გადაუდებელი დაფინანსებისა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ, უკვე მობილიზებულია, ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ის ახალ დაფინანსებას ამზადებს, რათა ომის დროს, ძირითადი სამთავრობო სერვისების ფუნქციონირებას დაეხმარონ.

,,ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინელ ლტოლვილებს დავეხმაროთ, როდესაც ისინი, სახლში დაბრუნებას დაგეგმავენ. ასევე ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მასპინძელ თემებს და მილიონობით იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელთაც სახლები და საარსებო წყარო დაკარგეს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner