logo_geo
eng_logo
დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორი - მარიუპოლში დაახლოებით 22 000 ადამიანი დაიღუპა
- +

12 აპრილი. 2022. 21:53

 

 

დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორი პავლო კირილენკო აცხადებს, რომ ქალაქ მარიუპოლში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაახლოებით 22 000 ადამიანი დაიღუპა.

 

მისი თქმით, ქალაქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

 

„მარიუპოლში არსებული ვითარება ართულებს მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელებას. ამჟამად მარიუპოლში დაახლოებით, 20 000-დან 22 000-მდე ადამიანია დაღუპული“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner