„მე ვიცი, რომ მას [შალვა პაპუაშვილი] აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში,“ - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ მასთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„შალვა პაპუაშვილს „ომიკრონი“ აქვს და ორ-სამ დღეში იზოლაციის პერიოდი დამთავრდება“, - თქვა მდინარაძემ.