„ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ დღეს გაიგოს, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას ჩვენ გადავწყვეტთ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ. ეს არის წერტილი, რომლისკენაც მივდივართ და რისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, „- ამის შესახებ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაერთიანება დიდი მტრის წინააღმდეგ, არამედ გავაერთიანეთ მთელი სამყაროც. ისე მოხდა, რომ უკრაინა დღეს არის მსოფლიო ცივილიზაციის წინა ხაზზე და ჩვენ დავიცავთ ყველა ქვეყნის უფლებას, გააკეთოს ცივილიზაციური არჩევანი. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვიცი, რომ გვაქვს ბევრი საერთო ჩვენს მეგობარ ქართველებთან - ჩვენი ტერიტორიების ნაწილი დაპყრობილი აქვს რუსეთს. მე ვიცი, რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება როგორც საქართველოს, ისე მთელი მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ ვართ საკუთარ მიწაზე, გვჯერა ჩვენი ძალების და ჩვენს უკან ღმერთია. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ფრაქციების ლიდერებთან ერთად, ომის პირველსავე დღეს მხარი დავუჭირე ტაბუს ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და მკაცრი დებატები, მაგრამ ავიღეთ პაუზა. ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ დღეს გაიგოს, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენი ერთობლივი გამარჯვების შემდეგ. ეს არის წერტილი, რომლისკენაც მივდივართ და რისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ერთად შეიძლება მივაღწიოთ დიდ გამარჯვებას და ეს იქნება გამარჯვება, რომელზეც დაიწერება ლეგენდები. ეს იქნება იმ გაერთიანების გამარჯვება, რომელიც დგას სინათლის მხარეს“, - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე.