logo_geo
eng_logo
რუსლან სტეფანჩუკი: ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყოს წარმატებული, რათა ჩვენმა კოლეგებმა, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში
- +

12 აპრილი. 2022. 22:21

 

 

„ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი იყოს წარმატებული, რათა ჩვენმა კოლეგებმა, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში,“ - ამის შესახებ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

 

„ხვალ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას კვირის ბოლოს გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner