უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ დღეს, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ, თითქმის 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ვერეშუკის თქმით, მხოლოდ 208 ადამიანმა შეძლო მარიუპოლის დატოვება. სულ 2135-მა ადამიანმა კი - რუსეთის მიერ დაკავებული ქალაქების: ბერდიანსკი, მელიტოპოლი და ზაპოროჟიეს რეგიონში, ორი ქალაქის დატოვება შეძლეს.
როგორც CNN-ი იუწყება, ვერეშუკმა დასძინა, რომ ზაპოროჟიედან გამოსულ ავტობუსებს, რომლებიც უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებდნენ, ვასილკოვოში ბლოკირებული იყვნენ.
რაც შეეხება ლუგანსკის რაიონებს, ვერეშუკის თქმით, რეგიონიდან 328 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.