logo_geo
eng_logo
ვიცე-პრემიერი - უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან თითქმის 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

13 აპრილი. 2022. 00:00

 

 

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ დღეს, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ, თითქმის 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ​

ვერეშუკის თქმით, მხოლოდ 208 ადამიანმა შეძლო მარიუპოლის დატოვება. სულ 2135-მა ადამიანმა კი - რუსეთის მიერ დაკავებული ქალაქების: ბერდიანსკი, მელიტოპოლი და ზაპოროჟიეს რეგიონში, ორი ქალაქის დატოვება შეძლეს.

როგორც CNN-ი იუწყება, ვერეშუკმა დასძინა, რომ ზაპოროჟიედან გამოსულ ავტობუსებს, რომლებიც უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებდნენ, ვასილკოვოში ბლოკირებული იყვნენ.

რაც შეეხება ლუგანსკის რაიონებს, ვერეშუკის თქმით, რეგიონიდან 328 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner