logo_geo
eng_logo
ბლინკენი: ამ ეტაპზე აშშ ვერ ადასტურებს ცნობებს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ
- +

13 აპრილი. 2022. 00:42

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს არ შეუძლია იმ ფაქტის დადასტურება, რომ უკრაინაში რუსულმა ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რა მოხდა. ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

„ამ დროისთვის ვამოწმებთ ამ ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ რა იყო ეს. შეგვიძლია წინასწარ მონაცემებზე ვისაუბროთ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ფოსფორის საბრძოლო მასალა შეიძლება ყოფილიყო. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით იქნება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.

ამასთან, მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი არსებობს და ის საკმაოდ მაღალია.

ომის 48-ე დღეს უკრაინამ რუსეთის მხრიდან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner