logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს არ შეუძლია, დაადასტუროს, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს
- +

13 აპრილი. 2022. 01:13

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუძლია, დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, ალყაში მოქცეულ, სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

 

თუმცა, ბლინკენის თქმით, აშშ-ს ,,სანდო ინფორმაცია" აქვს იმის შესახებ, რომ მარიუპოლში, ,,რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური საშუალებები გამოიყენოს".

 

,,ჩვენ ამ ინფორმაციას უკრაინას ვუზიარებთ და ჩვენ, პარტნიორებთან უშუალო საუბარი გვაქვს, რათა განვსაზღვროთ, თუ რა ხდება რეალურად. ასე რომ ეს ნამდვილად არის შემაშფოთებელი", - განაცხადა ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner