logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: თუ კრემლს, უკრაინაზე მეტად სძულს რაღაც, ეს უნდა იყოს სიტყვა „მარიუპოლი“ - პრეზიდენტი და გენერალური შტაბი ჩვენი ბიჭების დასახმარებლად, შესაძლებელსა და შეუძლებელს აკეთებენ
- +

13 აპრილი. 2022. 01:24

 

 

„თუ კრემლს, უკრაინაზე მეტად სძულს რაღაც, ეს უნდა იყოს სიტყვა „მარიუპოლი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ,,ტვიტერზე" დაწერა.

 

პოდოლიაკის თქმით, მარიუპოლში ჯარისკაცები ბლოკირებულები არიან და მარაგის პრობლემა აქვთ, პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის გენერალური შტაბი, გამოსავლის მოსაძებნად და ბიჭების დასახმარებლად, შესაძლებელსა და შეუძლებელს აკეთებენ, თუმცა გეგმების გამჟღავნება არ შეუძლიათ.

 

,,თუ კრემლს, უკრაინაზე მეტად სძულს რაღაც, ეს უნდა იყოს სიტყვა მარიუპოლი. 1,5 თვეზე მეტია, ჩვენი დამცველები, რუსული ჯარებისგან, რომელიც 10-ჯერ დიდია, ქალაქს იცავენ, ისინი, ქალაქის ყოველი მეტრისთვის, ბომბების ქვეშ იბრძვიან. ისინი, რუსეთს აიძულებენ, რომ დიდი ფასი გადაიხადოს. ჩვენი ჯარისკაცები ბლოკირებულები არიან და მარაგის პრობლემა აქვთ. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეს პრობლემა იცის, რეალურ დროში, სიტუაციას აკვირდება და აქვს მეტი ინფორმაცია, ვიდრე სოციალურ ქსელებში. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის გენერალური შტაბი, გამოსავლის მოსაძებნად და ჩვენი ბიჭების დასახმარებლად, ყველაფერ შესაძლებელსა და შეუძლებელს აკეთებენ. ჩვენ, ჩვენი გეგმები ან ქმედებები არ შეგვიძლია გავამჟღავნოთ, რათა მტერს არ ვაცნობოთ. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდეთ", - წერს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner