კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.