დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბაიდენს კიევში მისი ბოლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
,,ლიდერებმა, უკრაინისთვის დახმარების დაჩქარების აუცილებლობა განიხილეს. მათ შორის, სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერება, რადგან უკრაინული ძალები, ქვეყნის აღმოსავლეთში, რუსეთის მორიგი თავდასხმებისთვის ემზადებიან.
პრემიერ-მინისტრმა ბაიდენს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის ახალი პაკეტის, მათ შორის, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და სამხედრო მანქანების შესახებ, რომელიც უახლოეს დღეებში და კვირებში ჩავა.
ორივე ლიდერმა ცხადად აღნიშნა, რომ პუტინი, მიუხედავად მისი ამაზრზენი მცდელობებისა, უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას ვერასოდეს შეაკავებს.
ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევა გააგრძელონ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა, დღეს, ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის გამო, პრეზიდენტ ბაიდენს თანადგომა გამოუცხადა", - ნათქვამია ,,დაუნინგ სტრიტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.