logo_geo
eng_logo
ალექსანდრე რეხვიაშვილი: აუცილებელია, კინოცენტრმა ახალი დირექტორი კონკურსის წესით აირჩიოს!
- +

8 მარტი. 2016. 12:50



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს კინოცენტრში არსებულ ვითარებაზე კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა წერილი გაუგზავნეს, რომელსაც 135 ხელმომწერი ჰყავს კინოხელოვნების სფეროდან. მათი მოთხოვნა კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით დანიშვნაა.


ამ თემაზე „რეპორტიორს" კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, არასწორია, კინოცენტრში ვინმე შემთხვევითი ადამიანი იჯდეს და იმას აკეთებდეს, რაც მოესურვება.


„არსებობს გარკვეული ვადები, რომლის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს ახალი დირექტორის არჩევა. ჩვენ ვითხოვთ წესრიგს, ვადის ამოწურვის შემდეგ, აუცილებელია, კინოცენტრმა ახალი დირექტორი კონკურსის წესით აირჩიოს. პირადად მე, არავისთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მთავარია, ყველაფერი წესების მიხედვით მოხდეს. ჯანელიძეს, ისევე, როგორც ნებისმიერ მსურველს, შეუძლია, წარადგინოს თავისი კანდიდატურა კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე. არასწორია, კინოცენტრში ვინმე შემთხვევითი ადამიანი იჯდეს და იმას აკეთებდეს, რაც მოესურვება", - განაცხადა ალექსანდრე რეხვიაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner