logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი ალექსეი რეზნიკოვს ესაუბრა
- +

13 აპრილი. 2022. 01:49

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ალექსეი რეზნიკოვს ესაუბრა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, რეზნიკოვსა და ლოიდს შორის საუბარი შეერთებული შტატების უკრაინის თავდაცვისუნარიანობისადმი მხარდაჭერის საკითხზე შედგა.

,,მინისტრმა რეზნიკოვმა, მდივან ოსტინს მადლობა გადაუხადა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, საკუთარი შეფასება გაუზიარა. მდივანმა ოსტინმა, ხაზი გაუსვა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების მიწოდების ჩვენს მცდელობებს, ასევე ჩვენს ვალდებულებას, უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ და ასევე მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ჩვენი კოორდინაციის შესახებ აღნიშნა. ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებდნენ", - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner