„30-მა ქვეყანამ საკუთარი რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყო, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ნავთობზე რუსეთის მიერ გამოწვეულ ფასის ზრდას“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა twitter-ზე დაწერა.
„პუტინის უკრაინაში შეჭრამ მთელს მსოფლიოში გაზარდა გაზისა და სურსათის ფასები. მარტის თვეში ფასის 70-პროცენტიანი ზრდა პუტინის მიერ ფასების გაძვირებამ გამოიწვია. ვაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია, რომ ფასი შემცირდეს“, - წერს ჯო ბაიდენი.