logo_geo
eng_logo
პოლიციამ გლდანში მომხდარი ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

13 აპრილი. 2022. 11:42

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. წ. ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მარტს, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner