logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მიუხედავად ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და სახალხო დამცველის დაუოკებელი სურვილისა, საქართველო მხილებული ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია
- +

13 აპრილი. 2022. 13:11

 

 

„ანგარიში არის მითითება და არა დარღვევის ფაქტები, ოღონდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, სახალხო დამცველის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე. მაგალითად ანგარიშში არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუმცა აღნიშნულია რომ მას ასეთად ოპოზიცია მიიჩნევს. ამის შესახებ კი, ოპოზიციური არხები ტრადიციულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო დოკუმენტი გახლავთ. როგორც ყოველთვის, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები ცდილობენ ფაქტების მანიპულირებითა და სიცრუით წარმოადგინონ ცალკეული საკითხები. ანგარიში არის მითითება და არა დარღვევის ფაქტები, ოღონდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ან მაგალითად, სახალხო დამცველის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე.

 

მაგალითად ანგარიშში არსად არ წერია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, თუმცა აღნიშნულია რომ მას ასეთად ოპოზიცია მიიჩნევს. ამის შესახებ კი, ოპოზიციური არხები ტრადიციულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. სხვათა შორის ანგარიშში, მკაფიოდ არის ხაზგასმული სააკაშვილის დანაშაულები, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ყველა საკითხზე, რაზეც ანგარიშში აღნიშნული, საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული. ეს საკითხები შეფასებულიციაა, და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილია. ცხადია, ანგარიშში ასევე გვხვდება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილები, ასევე კრიტიკულიც. და ბოლოს უმრავლეს შემთხვევებში, მიუხედავად ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და სახალხო დამცველის დაუოკებელი სურვილისა რამენაირად საქართველო, მხილებული ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასეთი მოლოდინები გაცრუებულია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner