ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
პრეზიდენტმა „მაესტროს" ეთერში რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის რუს კოლეგას შევხდეს.
„მარგველაშვილი რომ იძახის პუტინს შევხვდებიო, ვითომ „რუსეთუმეებს" უგორებს კოჭს (მგონი მაგას მართლა სჯერა, რომ ის რეფერენდუმი რუსეთის შეკვეთაა), არადა ძალიან კარგად იცის, რომ პუტინი მაგას არასდროს არ შეხვდება.
„დაჟე" რაიმე სამიტის ტუალეტშიც. პრინციპში არ იქ, იმიტომ რომ სადაც მარგველას უშვებენ, იქ პუტინი არ დადის.
აფერისტ!"- წერს გაბრიჭიძე.