logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდის ტენდენცია უკვე აშკარად მიუთითებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერ თანადაფინანსების სამთავრობო პროგრამების ეფექტურობაზე, რაც ასევე დადებითად არის ასახული ლარის გამყარებაზე
- +

13 აპრილი. 2022. 13:34

 

 

„იანვარ-თებერვალში ექსპორტის სარეკორდო 54.5-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, საინტერესო იყო მარტშიც გაგრძელდებოდა თუ არა ექსპორტის ზრდის მაღალი დინამიკა და როგორ აისახებოდა 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდი ექსპორტზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე. აქ პირველ რიგში, აგრო პროდუქციის და ღვინის ექსპორტია მხედველობაში მისაღები, საერთო ექსპორტში მათი რუსულ და უკრაინულ ბაზრებზე მაღალი წილის გამო, რასაც ემატება საბანკო გადარიცხვების შეზღუდვა და ტრანსპორტირების პრობლემები“, - ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის აქტივობასთან ერთად, მიუთითებს საგარეო ვაჭრობის მზარდ ტენდენციაზე, ხოლო რუსულ-უკრაინული კონფლიქტის ზეგავლენა მარტში ექსპორტის ზრდის დინამიკაზე, ჯერ მაინც ნაკლებად არის ასახული.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მარტში ექსპორტის ზრდის დინამიკა აჩვენებს, რომ მარტში კვლავ მაღალი იქნება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ხოლო პირველი კვარტალიც ორნიშნა ზრდით დასრულდება.

 

„ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის მარტში ექსპორტის ზრდა უნდა შეფასდეს, გასული წლის მარტში ექსპორტის 30.5%-იანი ზრდასთან შედარებით, მაშინ როდესაც შარშან იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტის ზრდა მხოლოდ 7.9 % შეადგენდა.

 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით ,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის ექსპორტი 26.3 პროცენტით არის გაზრდილი, თანხობრივად კი 411.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 43.3 პროცენტით და 1 171.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 35.8 პროცენტით გაიზარდა და 2 694.9 მლნ აშშ დოლარში სავაჭრო ბრუნვა 38.0%-ით გაიზარდა და 3,866.8 მლნ. აშშ. დოლარით განისაზღვრა.

 

ექსპორტის ზრდა, ეკონომიკის აქტივობასთან ერთად, მიუთითებს საგარეო ვაჭრობის მზარდ ტენდენციაზე, ხოლო რუსულ-უკრაინული კონფლიქტის ზეგავლენა მარტში ექსპორტის ზრდის დინამიკაზე, ჯერ მაინც ნაკლებად არის ასახული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის და რუსეთის ეკონომიკების ვარდნის პროგნოზებიდან გამომდინარე, მომავალ თვეებში უფრო შესამჩნევი გახდება, რაც, ასევე, აყენებს ეკონომიკის ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობის ამოცანას. ეს განსაკუთრებით, რუსულ ბაზარს ეხება, საერთაშორისო სანქციების გაზრდილი წნეხიდან გამომდინარე.

 

მთლიანობაში კი, ექსპორტის ზრდის ტენდენცია უკვე აშკარად მიუთითებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერ თანადაფინანსების სამთავრობო პროგრამების ეფექტურობაზე, რაც ასევე დადებითად არის ასახული სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და ლარის გამყარების ტენდენციებზე.

 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტიდან უკვე სტაბილურად ფიქსირდება ექსპორტის ზრდის ტენდენცია. გასული წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდა სულაც უარყოფითი 5. % იყო, დადებით ტრენდზე კი მარტიდან გავიდა, როდესაც ზრდამ 4.0 % შეადგინა.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის - პანდემიამდე პერიოდის (აქამდე არსებულ რეკორდულ) მოცულობას.

 

იანვარ-თებერვლის შემდეგ, მარტში ექსპორტის ზრდის დინამიკა აჩვენებს, რომ მარტში კვლავ მაღალი იქნება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ხოლო პირველ კვარტალსაც ორნიშნა ზრდით დავასრულებთ“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner