logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ბოდიში და, მალე, შეიძლება, დიამეტრის ზომაც კი დაგვიწესონ საჯდომზე...
- +

10 აგვისტო. 2016. 21:34



პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, რეფერენდუმთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა.


როგორც „ინფო 9"-ს მეჭიაურმა განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ თავს ვალდებულად თვლის და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.


პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის აბუჩად აგდება იმ ამომრჩევლის, რომელმაც მას მისცა ხმა, თუმცა ის არ აურჩევია, ფაქტობრივად. ამომრჩეველმა ბიძინა ივანიშვილი აირჩია და სამწუხაროდ, შეცდა, მათ შორის მეც, რომელიც აქტიურად ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, ბიძინა ივანიშვილის ხათრით. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არ შეიძლება არჩევანი გააკეთოს მოსახლეობამ ვინმეს პატივისცემის ნიშნად, რადგან ეს პიროვნებები უკვე აღარ თვლიან თავს ვალდებულად ამომრჩევლის წინაშე, არამედ ვალდებულად თვლიან თავს იმ ხალხის წინაშე, ვინც ის ამ თანამდებობაზე მოიყვანა. ის თვლის, რომ ამ თანამდებობაზე მოიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატო- წევრმა ქვეყნებმა და მათ აიძულეს ივანიშვილს მისი დასახელება ამ პოსტზე", - განაცხადა მეჭიაურმა.


ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი უარს ამბობს, ამომრჩეველს თავისი ნების გამოხატვის საშუალება მისცეს.


თითქმის ნახევარმა მილიონმა მოაწერა ხელი ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, ერთი პიროვნება, რომელიც არავის აურჩევია, უარს ამბობს ამომრჩეველს მისცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალება. ეს კიდევ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ კოლონია", - განაცხადა მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ, აქედან გამომდინარე, მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსახლეობა, „ქართული ოცნება" არ უნდა აირჩიოს.


მისივე თქმით, მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს იმ ძალებს, რომლებიც სხვა ქვეყნებზე არ იქნებიან დამოკიდებული და რომელებიც მოსახლეობასთან შეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.


ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ თუ ხმას მისცემსქართულ ოცნებას", „ნაციონალებს" თავის სატელიტებიანად, მალე, ბოდიში და, შეიძლება, დიამეტრის ზომაც კი დაგვიწესონ საჯდომზე, რომელზე ნაკლები არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.

 

ჩვენ ვიძლევით გარანტიას, თუ გვექნება წარმომადგენლობა იმდენი, რომ ვმართოთ ქვეყანა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდებოდეს ჩვენს გარეშე, ამომრჩეველმა მოგვცეს ჩვენ ხმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, აბსოლუტურად ყველა სერიოზული საკითხი მხოლოდ მოსახლეობასთან შეთანხმებით იქნება", - განაცხადა მეჭიაურმა.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმი არ დანიშნა. პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში. მისი განმარტებით, დადგენილია, რომ „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner