logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მმართველი გუნდის შეშფოთებამ და მითითებამ, რომ არ იმსახურებს საქართველო უარგუმენტო კრიტიკას, შედეგი გამოიღო
- +

13 აპრილი. 2022. 15:31

 

 

„არ შეიძლება ისტორიულ სტრატეგიულ პარტნიორთან არამეგობრული ტონით საუბარი, უაპელაციო ბრალდება და უსაფუძვლო კრიტიკა“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

მისი თქმით, ძალიან სწორი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რაც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც დაადასტურა.

 

„კარგია და აღნიშვნის ღირსი, რომ ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა "ქართულმა ოცნებამ“, რაც სტეფანჩუკის გუშინდელმა ინტერვიუმ დაადასტურა...მმართველი გუნდის შეშფოთებამ და მითითებამ, რომ არ იმსახურებს საქართველო უარგუმენტო კრიტიკას, შედეგი გამოიღო და შეიცვალა მიდგომა...არ შეიძლება ისტორიულ სტრატეგიულ პარტნიორთან არამეგობრული ტონით საუბარი, უაპელაციო ბრალდება და უსაფუძვლო კრიტიკა...დარწმუნებული ვარ სწორი კომუნიკაციით და ჯანსაღი დამოკიდებულებებით ის უხერხულობაც აღმოიფხვრება, რაც წარმოიქმნა“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner