ბაღდადის სამშობიაროში ხანძრის შედეგად 11 ბავშვი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით CNN იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ღამით შვილი 29 ქალმა გააჩინა. ისინი ყველა ბაღდადის სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.