logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როცა ვსაუბრობთ პრეტენზიებზე საქართველოს მიმართ, ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო დონეზე ამ კუთხით ჩემს კოლეგასთან ყველაფერში გავერკვიეთ
- +

13 აპრილი. 2022. 18:03

 

 

„კომუნიკაციას ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია და მაგიტომ ვთქვი, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა ჩემს კოლეგასთან და ბევრ რამეში გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინელ კოლეგა, რუსლან სტეფანჩუკთან მოლაპარაკებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა წყენაზე, უფრო სწორად პრეტენზიებზე საქართველოს მიმართ, ამ ყველაფერში გავერკვიეთ, მეც მივაწოდე ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო დონეზე ამ კუთხით ჩემს კოლეგასთან ყველაფერში გავერკვიეთ. ვიმეორებ, რომ ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ზოგადად, ეს არის რეგიონისთვის კრიზისული ვითარება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ საქართველოში არ იმყოფება უკრაინის ელჩი. ეს ვახსენე კიდევაც. ეს არ არის საპარლამენტო დონეზე გადასაწყვეტი საკითხი“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner