კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, შეჯამდა მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარების შედეგები.
2022 წლის 3 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 452 869 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1 121 მოქალაქემ ისარგებლა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწლიური სოციალური პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი - ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.
2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს.
„საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კოპაძემ.