შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, შვეიცარიის მიერ მიღებული ზომები ასახავს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტს.
შვეიცარიის მიერ დაწესებული ახალი ზომები დღეს, ციურიხის დროით 18:00 საათზე შევა ძალაში და მოიცვას ქვანახშირის და სხვა პროდუქტების, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელის, იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვას.
შვეიცარიის მთავრობამ ასევე დაუწესა ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დამატებით 200 ფიზიკურ პირს. შავ სიაში დამატებულ პირთა შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ორი ქალიშვილია.
შვეიცარიამ ასევე ევროკავშირის მსგავსი ზომები დააწესა ბელარუსის წინააღმდეგ.
ამასთან, „ბლუმბერგი“ წერს, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო შვეიცარიამ არ მიიღო ევროკავშირის აკრძალვა რუსულ და ბელარუსულ სახმელეთო გადაზიდვებზე
თებერვალში შვეიცარიამ სრულად დაუჭირა მხარი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.