logo_geo
eng_logo
ფინეთის პრემიერი: ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
- +

13 აპრილი. 2022. 19:53

 

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

 

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან ყველა სახის ქმედებებისთვის. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება. არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიების სხვა გზა, გარდა ნატოს შეკავებისა და საერთო თავდაცვისა, რაც გარანტირებულია ნატოს მე-5 მუხლით“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner