რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს.
„ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე განიხილება, როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. ჩვენ ამერიკელებსა და დასავლეთის სხვა წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ ჩვენი სპეციალური ოპერაციის შენელების, ჩვენთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მცდელობები სასტიკად ჩახშობილი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.