logo_geo
eng_logo
რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს
- +

13 აპრილი. 2022. 20:20

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს.

 

„ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე განიხილება, როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. ჩვენ ამერიკელებსა და დასავლეთის სხვა წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ ჩვენი სპეციალური ოპერაციის შენელების, ჩვენთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების მცდელობები სასტიკად ჩახშობილი იქნება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner