"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში მინებია ჩამსხვრეული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფისში პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა და მინები სწორედ ამ დაპირისპირების დროს ჩაიმსხვრა.
2030.news-ი გორში პარტიის წარმომადგენელს, ბადრი ბასიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ოფისში მინებს ცვლიდნენ და შესაძლოა, დაუდევრობას ქონდა ადგილი.
კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია ოფისში დაპირისპირების შესახებ, ბასიშვილმა არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
ამასთან, ტელეკომპნია "მაესტროსთან" საუბრისას საწარმო "კულას" დირექტორმა ივანე გოგლიძემ დაადასტურა, რომ შუშების ჩამსხვრევა ნამდვილად მოხდა. ივანე გოგლიძის ძმა, ალექსანდრე გოგლიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატია.