პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ერმაკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე განაცხადა.
მისი თქმით, დონბასისთვის ბრძოლა რთული იქნება.
„ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ნამდვილად საჭიროა. მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთი აგროვებს ძალებს, ისვრის საცხოვრებელი ადგილების მიმართულებით. ისინი მზად არიან მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები, გამოიყენონ ისინი ცოცხალ ფარად“, - აღნიშნა იერმაკმა.
მან მხარი დაუჭირა ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის მოწოდებას, რომ უკრაინელები ევაკუაციისთვის ავტობუსებში ჩასხდნენ და უსაფრთხო რეგიონებში წავიდნენ.
„ბრძოლა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისთვის რთული იქნება და მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა წავიდნენ იქ , სადაც გამწვავებისთვის თავის არიდება, ბავშვების გადარჩენა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მუშაობისთვის მტრის წინააღმდეგ ხელის შეწყობაა შესაძლებელი. ნუ ყოყმანობთ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევაკუაციისთვის“, - აღნიშნა იერმაკმა.