logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გვერდში უდგას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას
- +

13 აპრილი. 2022. 22:04

 

 

„გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან არაერთი მიმართულებით და გვერდში უდგას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში.

„დღეს ქართულ-გერმანული მეგობრობისთვის განსაკუთრებული თარიღია. 30 წელი გავიდა საქართველოსა და გერმანიას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან!

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. მას შემდეგ ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა სულ უფრო მყარდება. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან არაერთი მიმართულებით და გვერდში უდგას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, რადგან წილად მხვდა პატივი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მხარდაჭერით, მესწავლა და მეცხოვრა გერმანიაში.

მადლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ერთგული მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი წარმატება გველის“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner