logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისათვის ცეცხლის შეწყვეტა ამჟამად შეუძლებელია
- +

13 აპრილი. 2022. 22:47

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისათვის ცეცხლის შეწყვეტა ამჟამად შეუძლებელია.

აპრილის დასაწყისიდან გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტსი რუსეთსა და უკრაინას ეწვია, რათა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა ჰუმანიტარული ზავის შეთანხმება.

„ამჟამად უკრაინაში გლობალური ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. არსებობს უამრავი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გაერომ რუსეთს შესთავაზა მხარეების შეკრება და ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის, ადგილობრივ დონეზე ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მართვა. მისი თქმით, გაერო რუსეთისგან პასუხს ელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner