logo_geo
eng_logo
ფაშინიანი: დამნაშავე ვარ, რომ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას
- +

13 აპრილი. 2022. 23:06

 

 

„დამნაშავე ვარ, რომ 2018-2019 წლებში საზოგადოებას არ ვუთხარი, რომ ჩვენი ახლო და შორეული მეგობრები ჩვენგან ითხოვდნენ აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და არცახის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას, „- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

 

„დამნაშავე ვარ, რომ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში. დამნაშავე ვარ, რომ არ ვთვქი ცალსახად, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ იყო მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ხან პირდაპირ, ხან დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ. ყველაფერი ეს ჩვენი ხალხისთვის უნდა წარმედგინა. ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული. მიწების გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner