logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპიზიციაზე: მათი მიზანი არა საზოგადოების გაერთიანება და უკრაინის მხარდაჭერაა, არამედ ომის და ნებისმიერი ასეთი ფაქტორის გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის
- +

13 აპრილი. 2022. 23:42

 

 

„ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით - ეს არის საქართველოსა და მისი ხელისუფლების მხრიდან გამოხატული იმ მხარდაჭერის ნაწილი, რაც ომის დაწყების პირველივე დღიდან აშკარაა და რაც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა არაერთხელ განცხადებებით შეაფასეს,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც მთელი საზოგადოება ამას ამბობს და განსხვავებულს ამტკიცებს ოპოზიცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი მიზანია არა საზოგადოების გაერთიანება და უკრაინის მხარდაჭერაა, არამედ ომის და ნებისმიერი ასეთი ფაქტორის გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას უკრაინაში წამსვლელ დელეგაციაში თანაბარი მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც გაუგებარი პოზიციები მიიღეს.

 

„მე კიდევ იმედი მაქვს, რომ გამგზავრებამდე ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ. ეს ვიზიტი არის საქართველოს, პალამენტის სახელით და ცალ-ცალკე ჩასვლა გაუგონარი ამბავია. არც ერთი პარლამენტს მოუვა თავში, რომ ჩავიდეს სხვადასხვა დელეგაციით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner