logo_geo
eng_logo
შოკოლადის ტორტი
- +

8 მარტი. 2016. 12:51



მასალა:

 

ბისკვიტისთვის: 350 გრ შესქელებული რძე; 2 კვერცხი; 125 გრ ფქვილი; 25 გრ კაკაო; 1 ჩ/კ სოდა.

კრემისთვის: 500 მლ რძე; 150 გრ შაქარი; 1 კვერცხი; 70 გრ ფქვილი; 25 გრ კაკაო.

გლაზურისთვის: 150 გრ შოკოლადი; 75 გრ 35%-იანი ნაღები.


მომზადება: ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. კვერცხი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ შესქელებული რძე და სოდა. შეურიეთ ფქვილი და კაკაო (არ ათქვიფოთ, უბრალოდ აურიეთ). ჩაასხით ცომი კარაქწასმულ ფორმაში და აცხვეთ 25 წთ.


კრემისთვის კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, აურიეთ რძე და ფქვილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ შესქელებამდე, თან გამუდმებით ურიეთ. დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ. კრემი გააცივეთ.


გაცივებული ბისკვიტი სამად გაჭერით. წაუსვით ფენებს კრემი. შოკოლადი გაადნეთ ნაღებში დაბალ ცეცხლზე და დაასხით ტორტს. მზა ტორტი მინიმუმ 6 საათი გააჩერეთ მაცივარში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner