logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძე: დიახ, ქართველებისთვის რუსებზე ახლობელი ხალხი არ არსებობს!
- +

10 აგვისტო. 2016. 22:06



"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი, ფონდ იავნანას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველებს რუსებზე ახლობელი ერი არ ჰყავთ.

ბურჭულაძის თქმით, რუსებს და ქართველებს მენტალობაც ერთი აქვთ, რწმენაც და ეს ორი ერი ერთნაირად აზროვნებს.


- რუსეთში უყვართ ქართველი ვარსკვლავები - ზურაბ წერეთლით დაწყებული, ნიკოლოზ ცისკარიძეთი დამთავრებული.


- დიახ, ქართველებისთვისაც არ არსებობს უფრო ახლობელი ხალხი, ვიდრე რუსები. ყველაფრით, დაწყებული რწმენით, დამთავრებული მენტალობით. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში ბევრი კარგი მეზობელი გვყავს.


- ხომ არ გაუჩნდათ ქართველ ახალგაზრდებს რუსული კულტურისადმი გაუცხოება?


- ეს ყველაფერი პოლიტიკოსებმა ხელოვნურად შექმნეს. მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები გაჩნდა, ვცდილობ ხშირად ჩავიდე რუსეთში. ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ხალხთა შორის კონტაქტი და მეც მსურს მცირედი წვლილი შევიტანო ურთიერთობების დათბობაში. საჭიროა რაც შეიძლება მალე დავძLიოთ კრიზისული პერიოდი. ვფიქრობ, რომ კრიზისის პიკმა გადაიარა.


- ქართველები ყველგან ადვილად ახდენენ ადაპტირებას - რუსეთში, საფრანგეთში, აშშ-ში.


- ასე არ ვიტყოდი. ადრე ქართველები იმით გამოირჩეოდნენ, რომ არსად არ ცხოვრობდნენ საქართველოს გარდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. აქედან გამომდინარე, ქართველებს მოუწიათ სამუსაოდ წასვლა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს კარგი ცხოვრებისგან კი არა, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოშზი ძალიან გაჭირდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვრჩები საქართველოს მოქალაქედ, არსად არ წავსულვარ. მე არ მაქვს მუდმივი თეატრი, მე თავისუფალი ხელოვანი ვარ. თუმცა, მაქვს სახლი ბერლინში, სადაც შემიძLია ევროპაში გასტროლისას დავრჩე და გამოვიცვალო ტანსაცმელი, რადგან თბილისში ამისთვის გადმოფრენა შორია.


- ძველებურად თვლით თავს საბჭოთა ადამიანად? ეს რას ნიშნავს ახლა?


- როგორ შემიძლია, რომ საკუთარი თავი საბჭოთა ადამიანიად არ ჩავთვალო, თუ მე საბჭოთა პერიოდში გავიზარდე?! მე მყავს ბევრი მეგობარი რუსეთშიც, უკრაინაშიც, სომხეთში და აზერბაიჯანში. განა შესაძლებელია ამის დავიწყება? და როგორ უნდა შევიცვალო ახლა? ჩვენ ერთი აღზრდა გვაქვს, ერთმანეთის კარგად გვესმის. ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ერთ დიდ ქვეყანაში გავიზარდეთ, სადაც ყველაფერი იყო ბევრი და ძალიან კარგი. ნახევარი სიტყვით გვესმის ერთმანეთის, ერთი აზროვნება გვაქვს. და ეს ურთიერთსიყვარული დარჩა. ვწუხვარ, რომ ჩვენი შვილიშვილები ერთმანეთისთვის უცხოელები იქნებიან.ეს მე ძალიან არ მომწონს და არ მსიამოვნებს.


- ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ქველმოქმედებას...


- ადრე ქველმოქმედებას მხოლოდ სიბრალულის გრძნობიდან გამომდინარე ვეწეოდი. ახლა ეს ჩემთვის სულის მოთხოვნილება გახდა. შევქმენი ფონდი "იავნანა", რომელიც საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს და ობლებს ეხმარება, თუმცა მხოლოდ ქართველებს არა. ჩემი ფონდის მხარდასაჭერად რუსეთის სხვადასხვა ვარსკვლავები გამოდიან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner