logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მკაფიოდ წერია ის, რომ პოლიპატიმრად სააკაშვილს მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“
- +

14 აპრილი. 2022. 00:46

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მკაფიოდ წერია ის, რომ პოლიპატიმრად სააკაშვილს მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება მიჩნევას, პოლიტპატიმრის სტატუსში პირის აღიარება არ ხდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პირიქით, პოლიტიკურ პარტიებს არ ხელეწიფებათ და არ შეიძლება, რომ ისინი ვინმეს ამ სტატუსს ანიჭებდნენ,“ - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტი არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს პირი არის თუ არა პოლიტპატიმარი.

 

„თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ აიღებდა ამას საკუთარ თავზე და ვერ ჩაწერდა და რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიის მიერ აღიარებას, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულად - ეს მხოლოდ უფლებადაცვითი სფეროს პრეროგატივაა და მასთან პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ შეხება არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის უბრალოდ ციტირება“, - განაცხადა ნანა კაკაბიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner