უკრაინის მოთხოვნით, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ მოცულობას მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორანს პარლიმ განაცხადა.
„უკრაინის ახალი მოთხოვნის შემდეგ, მე განვუცხადე ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ საფრანგეთი დამატებით სამხედრო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს უკრაინისათვის, არდა უკვე გაწეული 100 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობის შემოწირულობისა“, - აღნიშნა ფლორანს პარლიმ.
მინისტრს არ დაუსახელებია რას მოიცავს დამატებითი სამხედრო დახმარება.