logo_geo
eng_logo
ვიქტორია ნულანდი: აშშ, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაადგენს, რომ უკრაინაში გენოციდია ჩადენილი
- +

14 აპრილი. 2022. 01:21

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აშშ, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაადგენს, რომ უკრაინაში გენოციდია ჩადენილი.

 

CNN Newsroom-თან ინტერვიუში, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „გულით ისაუბრა, როდესაც გენოციდი უწოდა იმას, რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ“.

ნულანდის თქმით, აშშ-ში, მტკიცებულებების შეგროვების პროცესი არსებობს, რათა მთავრობამ ოფიციალურად დაადგინოს გენოციდი.

„პროგნოზირებას ვაპირებ, რომ ის, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა გენოციდი უწოდა, არის ის, რასაც ჩვენ საბოლოოდ დავადგენთ, როდესაც შევძლებთ ამ მტკიცებულებების შეგროვებას, რადგან ის, რაც ადგილზე ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს არის რუსეთის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner