logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს და საბრძოლო მასალას გაუგზავნის
- +

14 აპრილი. 2022. 01:31

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა დახმარებას უგზავნის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

„რადგან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას", - დასძინა ბაიდენმა.

 

მედიის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე იმ ტიპის აღჭურვილობას, რომელსაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა.

 

”შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისა თუ პარტნიორების მიერ უკრაინისთვის იარაღის მტკიცე მიწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლის შესანარჩუნებლად. ეს დაეხმარა იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა ვერ შეძლო საკუთარი თავდაპირველი ომის მიზნების განხორციელება, რაც უკრაინის დაპრყობასა და მასზე კონტროლის დამყარებას გულისხმობდა. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა დასვენება“, - აღნიშნა ბაიდენმა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მან დაარწმუნა ზელენსკი, რომ „ამერიკელი ხალხი გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner